ბუნება. აუზი. ჰამაკები. იოგა. მზის ჩასვლა. ელექტრონული მუსიკა და ადამიანები, რომლებიც ერთ vibe-ში ხვდებიან.
ESCAPE არის ბუნებაში დამალული სივრცე, სადაც მუსიკა, ადამიანები და გარემო ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.
ადგილი მათთვის, ვისაც სურს რამდენიმე საათით მაინც გაექცეს ყოველდღიურ ხმაურს, დაისვენოს აუზთან, გაწვეს ჰამაკში, შეხვდეს მეგობრებს და მზის ჩასვლის ფონზე მოუსმინოს კარგ ელექტრონულ მუსიკას.
ESCAPE-ის ღონისძიებები შექმნილია მათთვის, ვისაც უბრალო party-ზე მეტი უნდა — გარემო, გემოვნება, მუსიკა და თავისუფალი ატმოსფერო.
იოგა, მშვიდი მუსიკა და აუზი.
დასვენება, კოქტეილები, თამაშები და აქტივობები.
organic, melodic, indie dance და progressive vibes.
ღია ცის ქვეშ ელექტრონული მოგზაურობა.
ვიწყებთ ახალ პროექტს ელექტრონული მუსიკის ახალგაზრდა, დამწყები და ჯერ ფართო აუდიტორიისთვის უცნობი არტისტებისთვის.
შერჩეულ არტისტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაწერონ პროფესიონალური ვიდეო DJ სეტები ჩვენს ლოკაციაზე — ბუნების, აუზის, მზის ჩასვლისა და განსაკუთრებული ატმოსფეროს ფონზე.
ვიდეო სეტები განთავსდება ჩვენს YouTube არხზე და სოციალურ პლატფორმებზე. საუკეთესო მონაწილეებს კი ექნებათ შესაძლებლობა მოხვდნენ ჩვენი ღონისძიებების ოფიციალურ ლაინაფებში და სცენა გაიზიარონ ცნობილ არტისტებთან ერთად.
neon logo, mascot, sunset colors და საქართველოს ლანდშაფტები ქმნის იმ ვიზუალურ ენას, რომელიც ESCAPE-ს მარტივად დასამახსოვრებელს ხდის.





მოგვწერე DM-ში ან გამოგვიგზავნე შენი mix. ESCAPE THE CITY — curated by ჩვენთან.