Home

From the blog

კვიპროსს ევროვიზია 2019 თამთა გოდუაძე წარადგენს?

კომენტარები ჯერ არ არის News

სტარ ტვს ცნობით, კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი საბერძნეთში მოღვაწე თამთა გოდუაძეს შეხვედრასა და პოტენციური საკონკურსო სიმღერების განხილვას სთავაზობს.

ცნობილია, რომ კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 4 ევროპელ კომპოზიტორს დააწერინა სიმღერა, მათ შორის, 2015 წლის გამარჯვებული სიმღერის “ჰიროუს” და 2018 წლის მეორე ადგილოსანი “ფუეგოს” კომპზიტორებიც არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თამთასა და კვიპროსის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ერთი შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მონაწილეობა საბერძნეთის სახელით თამთას ამავე ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც შესთავაზა. მომღერალს კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვს, თუმცა საბოლოოდ რომელ ქვეყანას ეტყვის დასტურს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *