Home

From the blog

Il Volo ბრუნდება!

კომენტარები ჯერ არ არის News

იტალიური ჯგუფი Il Volo, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე ქვეყნის წარდგენას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ცნობილი ხდება, რომ ბიჭებს სურვილი აქვთ დაუბრუნდნენ ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის სცენას, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მისცემს თუ არა იტალიელი მსმენელი ჯგუფს მეორე შანსს.

მათ ჯერ ქვეყნის შიდაშესარჩევი კონკურსი, “სან რემო” უნდა მოიგონ, რომ ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭოთ. Il Volo-ს ბედი 9 თებერვალს გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 2015 წელს უკვე მონაწილეობდა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში და მათ 292 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *