Home

From the blog

“აკრძალეთ LGBT თემატიკა და დავბრუნდებით” ,- თურქეთი

კომენტარები ჯერ არ არის News

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის გულშემატკივრები დიდი მონდომებით ელოდებიან თურქეთს, რომ დაბრუნდეს კონკურსში, თუმცა, როგორც ჩანს ქვეყანა ამ ეტაპზე  დაბრუნებას არ გეგმავს.

ქვეყნის საზგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, რომ თურქეთი არ დაუბრუნდება ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს მანამ, სანამ ევროპის მაუწყებელთა კავშირი და კონკურსის ორგანიზატორები არ დაბლოკავენ კონკურსზე LGBT მონაწილეებს.

როგორც ჩანს, ევროპის მაუწყებელთა კავშირიც ნაკლებად ზრუნავს თურქეთზე.  ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების მიუხედავად,  ყოველწლიურად ხდება არაერთი ფაქტი, რაც, სავარაუდოდ, თურქეთს კონკურსზე არ დაბრუნების სურვილს უფრო უმძაფრებს.

2013 წელს LGBT თემატიკა ფინეთის გამოსვლაში იყო, 2014 წელს ხომ საერთოდ, კონკურსი ტრანსგენდერმა ქალმა, კონჩიტა ვურსტმა მოიგო.  მართალია, 2015 წელს კონკურსანტების გამოსვლებში თურქეთისთვის მიუღებელი თემატიკა გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა, მთლიანი შოუს მანძილზე, ე.წ გრინრუმის წამყვანი კვლავ ავსტრიელი კონჩიტა იყო. ამ მხრივ არც ბოლო წლები იყო გამორჩეული და რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ირლანდიის გამოსვლის დროს რეკლამაც კი გაუშვა 😀

შეგახსენებთ, რომ  ჩვენმა მეზობელმა კონკურსი დიდი ხუთეულის არსებობის გამო 2012 წელს დატოვა.

თურქეთი ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ნაწილი 1975-2012 წლებში იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *