Home

From the blog

რუსეთი წარმომადგენელს 15 იანვარს დაასახელებს

კომენტარები ჯერ არ არის News

Escworldclub- ის ინფორმაციით, VGTRK (რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) 2019 წლის 15 იანვარს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ქვეყნის წარმომადგენელს დაასახელებს.

ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება სამშაბათს, გავიგებთ მხოლოდ მონაწილის ვინაობას თუ საკონკურსო სიმღერასაც, თუმცა გასული კვირეების გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა ეს სერგეი ლაზარევი იყოს.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბერძენ კომპოზიტორთა ჯგუფი მოსკოვს ეწვია და ისინი სტუდიაში რუს მომღერალსა და მის პროდიუსერსაც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელსლისაბონში გამართულ კონკურსში რუსეთი  ჯულია სამოილოვამ წარადგინა და მან ნახევარფინალური ტურის გადალახვა  ვერ მოახერხა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩრდილოელი მეზობელი კონკურსის ნახევარფინალში ჩარჩა 🙂 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *