Home

From the blog

“ევროვიზიის” სცენაზე “ინტერვალ აქტი”, სავარაუდოდ, ელტონ ჯონსა და ქოლდფლეის ექნებათ

კომენტარები ჯერ არ არის News

ელტონ ჯონი და ქოლდფლეი  საერთაშორისო ვარსკვლავების სიაში არიან, რომლებმაც, შესაძლოა, რომ ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის 2019 წლის სცენაზე ფეხი დადგან. საუბარია ინტერვალ აქტზე, რომელიც შოუს ერთერთი გამორჩეული და საინტერესო ნაწილია.

როგორც ცნობილია, მასპინძელი ტელევიზია მკაცრად იცავს კონფიდენციალურობას საერთაშორისო ვარსკვლავებთან მიმართებაში, თუმცა, ერთერთი ებრაული სააგენტოს ინფორმაციით, ვარსკვლავები, რომლებსაც  წელს ევროვიზიის დიდ სცენაზე ვნახავთ, სწორედ ელტონ ჯონი და ქოლდფლეი არიან.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის 2019 წლის ნახევარფინალური შოუები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება. კონკურსს ექსპო თელ-ავივი მასპინძლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *