Eurovision Georgian Magazine

სიახლეები

„საქართველოს ვარსკვლავს“ მეორე ტურში დიმა კობეშავიძე გამოეთიშა

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მეორე ლაივშოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ დიმა კობეშავიძე და იკაკო ალექსიძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დიმა კობეშავიძემ მიიღო და პროექტი დატოვა. დღევანდელი ლიდერი ხმების რაოდენობის მიხედვით კი ოთო ნემსაძე გახდა.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან შვიდი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

მეორე ტურის შემდეგ, ხმები განულებულია და გულშემატკივრებს შეუძლიათ, თავიანთ ფავორიტებს კვლავ მისცენ ხმები. ხმის მიცემა შეუძლიათ „მაგთის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ხმის მიცემის წესი შემდეგია:

კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.

თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.

1TV.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *