Eurovision Georgian Magazine

სიახლეები

ევროვიზიის ისტორია

კომენტარები ჯერ არ არის ისტორია

1955 წელს მონაკოში გამართულ ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეხევდრაზე კავშირის წევრები განიხილავდნენ იდეას, შეექმნათ ევროპული სიმღერის კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის ინსპირაცია გახდა იტალიური “სან რემოს მუსიკის ფესტივალი”. გადაწყდა, რომ ახალი კონკურსი შემდეგ წელს ჩატარდებოდა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში.

1956 წელს, პირველად გამართულ ევროვიზიაზე 7 ქვეყანა მონაწილეობდა. ერთი წლის შემდეგ მონაწილეების რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო 1978 წლისთვის 20-ს მიაღწია. მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 30-ს 2004 წელს გადააჭარბა. წინა წელთან შედარებით ამ წელს 10-ით მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწიელეობა ევროვიზიაზე.ევროვიზიის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა ერთ კონკურსზე დაფიქრსირდა 2008 და 2011 წლებში. ბელგრადსა და დიუსელდორფში გამართულ კონკურსებზე მონაწილეობა 43-მა ქვეყანამ მიიღო. სულ ევროვიზიაზე მონაწილეობა მიღებული აქვს 52 ქვეყანას.

მიუხედავად სახელწოდებისა (EUROVISION), ევროპული სიმღერის კონკურში მონაწილეობა მიღებული აქვს მაროკოს (1980) და ავსტრალიას (2015 წლიდან), ხოლო ისრაელი 1978 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს კონკურსში და სამი გამარჯვებაც აქვს.

2004 წელს მონაწილეთა ზრდის გამო (36 მონაწილე. წინა წელს-26), გადაწყდა შემოეღოთ ნახევარფინალი. ნახევარფინალიდან ფინალში გადაოდა ის 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა.ფინალში ავტომატურად მონაწილეობდნენ ის ქვეყნები,რომლებიც წინა წელს საუკეთესო 10-ეულში მოხვდნენ. ასევე ფინალში ავტომატურად მონაწილეობდა დიდი ოთხეული (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია. 2011 წელს მათ შეუერთდა იტალია და გახდა დიდი ხუთეული).

ორი ნახევარფინალის სისტემა შემოღებული იქნა 2008 წელს. შეიცვალა ფინალში მონაწილეობის წესიც, ფინალში ავტომატურად მხოლოდ დიდი ოთხეული მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან ფინალში მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ 20 ქვეყანას, რომელიც პირველ და მეორე ნახევარფინალში ქულების მიხედვით საუკეთესო ათეულში მოხვდებოდა. ეს წესი დღესდღეობითაც მოქმედებს.

ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანას (ლიხტენშტაინი, ვატიკანი, კოსოვო) არ აქვს მიღებული მონაწილეობდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *