Eurovision Georgian Magazine

სიახლეები

ირაკლი ჩარკვიანის ტური საქართველოს ვარსკვლავის მეორე ლაივ შოუზე

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

შაბათს, 2 თებერვალს საქართველოს ვარსკვლავის კონკურსანტები ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს შეასრულებენ.

მეორე ლაივ შოუ 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მეგაპროექტ “საქართველოს ვარსკვლავს” პირველ ლაივშოუზე ორი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ  ბესო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი და ნინი ცნობილაძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მიიღეს ბესო ნემსაძემ და მარიამ კახელიშვილმა და მათ პროექტი დატოვეს.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან რვა კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

ხმის მიცემა შეუძლიათ მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს.ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *