Eurovision Georgian Magazine

სიახლეები

რუსეთი წარმომადგენელს 15 იანვარს დაასახელებს

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

Escworldclub- ის ინფორმაციით, VGTRK (რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) 2019 წლის 15 იანვარს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ქვეყნის წარმომადგენელს დაასახელებს. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება სამშაბათს, გავიგებთ მხოლოდ მონაწილის ვინაობას თუ საკონკურსო სიმღერასაც, თუმცა გასული კვირეების გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა ეს სერგეი ლაზარევი იყოს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბერძენ კომპოზიტორთა ჯგუფი მოსკოვს[…]

One Direction-ის ყოფილმა წევრმა, შესაძლოა, ირლანდია “ევროვიზიაზე” წარადგინოს

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

5 იანვარს გავლენიან ირლანდიურ საიტზე Irish Mirror გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ 2019 წლის ევროვიზიაზე ირლანდიის სახელით One Direction-ის ყოფილი წევრი, ნაილ ჰორანი წარდგებოდა. სტატია მალევე წაიშალა, თუმცა ფანებმა მაინც მოასწრეს მისთვის ფოტოების გადაღება, რომლებიც შემდეგ ონლაინ-პლატფორმებზე განათავსეს. სტატიაში ეწერა, რომ ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RTÉ-მ მოლაპარაკებები გამართა ნაილთან და ის[…]

ალბანეთს 2019 წლის “ევროვიზიაზე” ჯონიდა მალიქი წარადგენს

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

22 დეკემბერს, კონგრესების სასახლეში, ალბანეთის ტრადიციული შიდაშესარჩევი კონკურსის, Festivali i Këngës-ის ფინალი გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ევროვიზიაზე წასასვლელად 22 მონაწილე იბრძოდა, რომელთაგან ფინალში 14 გადავიდა. გასაკვირია, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა ალბანეთის 2015 წლის წარმომადგენლის, ელჰაიდა დანის დაწერილი სიმღერა Nënë, რომელიც მირუდმა შეასრულა. 57-ე კონკურსში ადგილობრივი მაყურებლისთვის ისეთი ცნობილი სახეებიც[…]

Joci Papai “ევროვიზიას” უბრუნდება

კომენტარები ჯერ არ არის სიახლეები

უნგრელი მომღერალი Joci Papai უნგრეთის შესარჩევში, A DAL 2019 ში ბედს კიდევ ერთხელ ცდის. ცნობილია, რომ Joci – ს დიდი სურვილი აქვს   ევროვიზიას დაუბრუნდეს, მაგრამ მას ჯერ  ”A DAL” ის მოგება სჭირდება, რომლის ფინალიც 23 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს Joci უკვე მონაწილეობდა ევორვიზიაზე და იგი 200 ქულით მერვეზე[…]

საქართველოს სახელით “ევროვიზიაზე” წასასვლელად, ტრანსგენდერი ქალი, ანასტასია პირველიც იბრძოლებს!

4 კომენტარი სიახლეები სხვა

მეგაშოუ “საქართველოს ვარსკვლავმა” საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში სტარტი გუშინ აიღო. მაყურებელმა პირველ ეპიზოდში დაახლოებით 10-მდე კონკურსანტს უკვე მოუსმინა და საკუთარი ფავორიტების სიის შედგენაც  დაიწყო. 12 იანვარს, 22:00 საათზე შოუს მეორე ეპიზოდს ვიხილავთ და როგორც პრომოდან ჩანს, მასში მონაწილეობას საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებთან ერთად, ანასტასია პირველიც მიიღებს მონაწილეობას. ეს პირველი[…]